ახალი ამბები
იანვარ-მარტში სამეგრელოში ნარკოტიკულ თრობაზე 114 პირი შემოწმდა - შსს
შსს-ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 114 პირი შემოწმდა.

ამავე მონაცემებით, 97-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილი და დადებითი შედეგის მონაცემებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. 

45-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტესტირება 43-მა ადამიანმა გიარა, მათგან 37-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა.

შსს-ს სტატისტიკით, 60 წლის ზევით შემოწმებული 5 პირიდან 4-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შსს-ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილი მოქალაქეების სტატისტიკა 33.3%-ით, ხოლო დადებითი შედეგის მქონე პირთა მონაცემები 28.6%-ით შემცირებულია.


Print