რეგიონი
17 ივნისიდან ასოციაცია „ათინათში“ საზაფხულო სკოლა დაიწყება
17 ივნისიდან ასოციაცია „ათინათში“ საზაფხულო სკოლა დაიწყება.

როგორც ასოციაციის ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული 8 - 9 წლამდე მოსწავლისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი.

საზაფხულო სკოლა 17 ივნისიდან 28 აივნისის ჩათვლით ჩატარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.

მოსწავლეები სკოლაში დილის 11-დან 16 საათამდე ივლიან. ასოციაცია „ათინათი“ საზაფხულო სკოლას ათ წელზე მეტია ატარებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 551 60 10 60.
Print