აბაშის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში სწავლა 4 მარტამდე შეჩერდა. მერიაში მიზეზად დიდთოვლობასა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ.
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტს განახლდება.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ თოვლისგან უკვე გაწმენდილია  ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ასევე, შიდა საუბნო გზები,  გადაადგილება ყველა სოფელში თავისუფალი და უსაფრთხოა.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები