რეგიონი
რატომ გადაიდო ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობა და სხვა პროექტები 2021 წლისთვის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მთავრობიდან ბიუჯეტის შემცირების რეკომენდაცია მიიღო. აქედან გამომდინარე, 2020 წლის ბიუჯეტში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა და საბოლოო ჯამში 2 მილიონ 621 ათასი ლარით შემცირდა. მომდევნო წლისთვის გადაიდო არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, ყინულის სახლის და მოხუცთა თავშესაფარის მშენებლობა. 

„როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკნომიკურ განვითარებაზე, რის შედეგად, ცხადია, შემცირდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებიც. ბიუჯეტის შემოსავლების მოსალოდნელი დანაკლისის გათვალისწინებით ცვლილება შევიდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის კანონში. შესაბამისად, ცვლილებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში“, - ვკითხულობთ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში.

ბიუჯეტის შემცირების გამო მომდევნო წლისთვის გადაიდო შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:


ყინულის სახლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 2 მილიონ 600 ათასი ლარი (აღნიშნული ობიექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო 3 დოკუმენტაცია შედგენილია და სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს);

მოხუცთა სახლის მშენებლობა - 500 ათასი ლარი ( პროექტირება დაწყებულია);

პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის უზრუნველყოფა - 200 ათასი ლარი;

მუნიციპალიტეტის საკუთებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პროეტები - 497 ათასი ლარი;

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა - 70 ათასი;

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები - 70 ათასი ლარი;

სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 60 ათასი ლარი;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის - 100 ლარი;

ხიდების რეაბილიტაცია - 27 ათასი ლარი; წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაექსპლოატაცია - 70 ათასი ლარი;

ამასთან, 23 ათასი ლარით შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი, ხოლო კადრების გადამზადების ხარჯები - 50 ათასი ლარი.

გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებისა, მერიის გადაწყვეტილებითა ბიუჯეტში შიდა ცვლილებებიც განხორციელდა და 755 ათასი ლარით შემცირდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:

გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია- 150 ათასი ლარი;

ააიპ „მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სუბსიდირება- 40 თასი ლარი;

სარეზერვო ფონდი - 75 ათასი ლარი;

ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამის სუბსიდირება - 20 ათასი ლარი;

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 103 ათასი ლარი;

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა - 62 ათასი ლარი;

სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (შემეცნებითი პროექტების ქვეპროგრამა) - 23 ათასი ლარი;

სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა -12 ათასი ლარი;

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა შპს "ზუგდიდაგროსერვისი"-ს ბაზაზე, რომელიც ძირითადში გათვალისწინებული იყო სანერგე მეურნეობის მოწყობისათვის - 250 ათასი ლარი;

ნაგებობებისა და სახურავების რეაბილიტაცია - 20.0 ათასი ლარი.

ზემო ჩამოთვლილი შემცირებული თანხებით დაფინანსდა:


„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ - 100 ათასი ლარი;

ა(ა)ი.პ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ - 205 ათასი ლარი;

შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS (სახელმწიფოს განკარგვაში მყოფი განმუხურის აკვაპარკის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის შედეგად მოვლა-პატრონობის ხარჯებისათვის) – 250 ათასი ლარი;

ააიპ “სპორტის განვითარების ცენტრიი“ - 100 ათასი ლარი;

მუნიციპალიტეტის მერიის შენობის სახანძრო უსაფრთხოების წესრიგში მოყვანის ხარჯები - 25 ათასი ლარი;

შენობა-ნაგებობების დაცვისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები - 45 ათასი ლარი;

საერთო დანიშნულების ხარჯები - არჩევნების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით - 30 ათასი ლარი.

საბოლოოდ, ზემოაღნშნული ორივე სახის ცვლილების გათვალისწინებით, ბიუჯეტის მოცულობა 62 მილიონ 619 ათასი ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 65 მილიონ 240 ათასი ლარისა.



Print