ახალი ამბები
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია"-ში 33 ადამიანია - მთავრობამ დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, რომელიც დღესვე პარლამენტს გაეგზავნა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შესული. მისივე თქმით, აღნიშნული პირები 1991 წლიდან დღემდე მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებასა, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში.

„წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით კი აღნიშნული დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებლები საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები არიან.

ჯერჯერობით სია საჯარო არ არის, თუმცა, ციხელაშვილის თქმით, ცნობილია, რომ სიაშია ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი. ამავე სიაში მოხვდნენ არჩილ ტატუნაშვილი საქმეზე ბრალდებული დავთ გურწიევი და ალეკ ტაბოევი.

ამასთან, ძალაშია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მითითებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილი პირების მიმართ უნდა დაწესდეს.

ამავე თემაზე:

გიგა ოთხოზორიას დედა: იმედი მაქვს ეს რეზოლუცია სხვის შვილებს დაიცავს
Print