ახალი ამბები
საქართველოდან თხილის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა
საქართველოდან თხილის ექსპორტი შემცირდა და წლიურმა ზარალმა 120 მილიონი დოლარი შეადგინა.  East fruiT-ის ექსპერტების შეფასებით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა წელს მხოლოდ 44,5 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც, პრობლემის დაწყებამდე, ექსპორტიდან მიღებული თანხა დაახლოებით, 140 მილიონი დოლარი იყო.

East fruiT-ს ანალიტიკოსების შეფასებით,  მიმდინარე წელს, საქართველოში თხილის მოსავლიდან მიღებული შემოსავალი 120 მილიონი დოლარით შემცირდა.


წყარო: bpn

Print