ახალი ამბები
„ათინათის“ შენობაში დეზინფექცია ჩატარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასოციაცია „ათინათის“ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა თითოეული ოთახი, მათ შორის, „ათინათის“ ბაზაზე არსებული საქართველოს სასწავლო ცენტრის - GLC-ის საკლასო ოთახები. ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდა რადიო "ათინათის" ტექნიკას და სტუდიებს.
ასოციაციაში ამბობენ, რომ ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალი ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ.

„ჩვენ ვითვალისწინებთ და ვუერთდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების, მოსწავლეებისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვღებულობთ პრევენციის ზომებს, შემოგვიერთდით“, - ამბობენ ასოციაციაში. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამთავრებო უწყებებსა და კერძო სექტორებში.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.


Print