ახალი ამბები
რუხის კლინიკა ინფექციური დაავადებების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაკეთდეს - „ლელოს“ ინიციატივა
„ლელო“ ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონალური ჰაბი გახდეს.

„როგორც გვაქვს ინფორმაცია, რუხის კლინიკა-საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 42მილიონ 620 ათასი ლარი შეადგინა. ჩვენი ინფორმაციით, 220 საწოლზე გათვლილი, 7 ბლოკირებული განყოფილება და პლიუს 25 ადგილიანი სასტუმრო, ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში მძვინვარე ვირუსულ გამოწვევას. ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით გადამალული აქვს ეს საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას მოხდეს უმოკლეს ვადაში აღჭურვა თანამედროვე სტანდართებით და ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად იქცეს. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები“, - ამბობს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი.



ახლად აშენებული რუხის საუნივერისტეტო კლინიკა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისაგან შედგება. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. სამედიცინო კომპლექსის ამოქმედებას 2016 წლის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ, შემდეგ 2017 წლის დასაწყისში, თუმცა ის დღემდე არ გახსნილა.


Print