ახალი ამბები
სოხუმი კორონავირუსის გამო ხვალიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი, წერს "აფსნიპრესი".

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კორონავირუსისგან მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 20 აპრილამდე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "პარლამენტმა" ერთხმად დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსით დაინიფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ადგილობრივი მედიასაშაულაბების ინფორმაციით, პირველი 400 ტესტი რუსეთის ფედერაციამ რესპუბლიკაში ახლახან შეიტანა. კიდევ 600 - ის შეძენას სოხუმი უახლოეს პერიოდში გეგმავს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. დე ფაქტო ხელისუფლებამ 25 მარტიდან ორკვირიანი საკარანტინე შეზღუდვები დააწესა.


Print