ახალი ამბები
"ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის საჩუქარი შეჭირვებულ ოჯახებს
ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის (PITA) ორგანიზებით ზუგდიდში ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. ცენტრის კოორდინატორის  სალომე გუგუჩიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდებმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მიიღეს.
„ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მოეწყო ეს საქველმოქმედო აქცია. ხანდაზმულებთან და შშმ პირებთან, სულ 5 ოჯახში ვიმყოფებოდით. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, როგორც ვიცით ხანდაზმულები წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს, რომელთა სახლიდან გასვლა არაა რეკომენდირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ასეთ ოჯახებს. ასოციაცია "ათინათი" კიდევ გააგრძელებს მოხუცების დახმარებას. ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა მან.
საქველმოქმედო ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს. სამეგრელოში პროექტის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
Print