ახალი ამბები
ზუგდიდის ტაძრებში მრევლისთვის დასადგომი ადგილები მონიშნეს
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში მრევლისთვის დასადგომი ადგილები სპეციალური სანიშნებით გამოიყო. ცისფრადაა შეღებილი ადგილები, სადაც მრევლს ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით ტაძრების შიდა და გარე პერიმეტრზე შეუძლია დგომა.საკვირაო ლოცვა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მეუფე გერასიმემ აღავლინა. მან ქადაგების შემდეგ შეკრებილებს პირბადეები დაურიგა.რაც შეეხება ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, აქ წირვა ხმოვანი მოწყობილობის საშუალებით მრევლმა გარედან მოისმინა.საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების შესაძლო გამწვავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ ტაძარში მისულ ადამაიანებს შორის მოხდეს დისტანციის დაცვა ტაძრებში მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა.
Print