ახალი ამბები
ენგურის ხიდთან საველე კარავი მოაწყვეს
აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საველე კარავი დადგეს. აქ მედიკოსები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სამუშაოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს.



ცნობისთვის, ზუგდიდის ყველა შემოსასვლლში საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

Print