ახალი ამბები
მერი: ზუგდიდში წუხელ კომენდანტის საათის წესის დარღვევისთვის 20 ადამიანი დააჯარიმეს
ზუგდიდში გუშინ, ღამით კომენდანტის საათს წესების დარღვევისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 20-მდე მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა გიორგი შენეგლიამ უთხრა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში სულ 10 ადამიანია მოთავსებული, მათგან 7-ს ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი.

დღეს ზუგდიდის ინფექციურში კორინავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირების პასუხებს ელოდებიან, მათ შორის ორი ბავშვია.

ამ დროისთვის ზუგდიდში covid 19-ით დაინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება.

Print