ახალი ამბები
ზუგდიდელი მოქალაქეები და ბიზნესმენები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ზუგდიდელმა ბიზნესმენებმა და კერძო პირებმა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად თანხები გაიღეს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა. 

"ადგილობრივ ბიზნესმენების დახმარებით შევქმენით გარკვეული აქტივები, იმისთვის, რომ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს პირველადი სასურსათო პროდუქტებით. დაახლოებით 1 400 სასაჩუქრე პაკეტი არის გამზადებული, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება მზრუნველობა ჩვენი მხრიდან. ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება", - აღნიშნა მერმა. 

მისივე ინფორმაციით, ნობათს ოჯახებს მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაურიგებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად თანხა შემდეგმა ბიზნესმენებმა და კერძო პირებმა გაიღეს:  

▪ ზურაბ კვირკვია - 50 000 ლარის პროდუქტი;
▪ სოსო გოგოხია - 1000 ლარის პროდუქტი;
▪ ზურაბ გოგოხია - 1000 ლარის პროდუქტი;
▪ გოგი შეროზია - 3000 ლარის პროდუქტი;
▪ კობა ჯიშკარიანი - 500 ლარის პროდუქტი;
▪ გიორგი შელია - 500 ლარის პროდუქტი;
▪ ელგუჯა ვეკუა - 500 ლარის პროდუქტი;
▪ შოთა ლაშხია - 500 ლარის პროდუქტი;
▪"კოკა კოლა" - 25 ოჯახი;
▪ სტუდენტი (არ ისურვა ვინაობის გამხელა)-10 ოჯახი;
▪ მამუკა ჟღენტი - 30 ოჯახი;
▪ "ლეთო"- 40 ოჯახი;
▪ არჩილ თოდუა, მალხაზ ჭკადუა -104 ოჯახი;
ზურაბ ბიგვავა - 35 ოჯახი;





Print