ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს მუშაობის დაწყებამდე სიცხეს უზომავენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ დღეს დილიდან გაიხსნა. როგორც რადიო "ათინათს" შპს "სუპერმარკეტის" დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა უთხრა, ადგილზე მოვაჭრეებს შორის დაცული იყო დისტანცია, მუშაობის დაწყებამდე კი ყველა მათგანს სიცხე გაუზომეს.

"დაახლოებით 100-მდე ადამიანი მუშაობდა დღეს. მათ შორის დისტანცია დაცული იყო. სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელიც გვეხმარებოდა. თუ დარღვევები არ იქნება, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და შესაძლოა, კიდევ დაემატოს რამდენიმე სექცია, სადაც მოწესრიგდება დახლები - ყველგან მიეცემათ სასურსათო მიმართულებით მოვაჭრეებს მუშაობის საშუალება", - ამბობს ბარძემაშვილი.

ზუგდიდის ბაზრის ნაწილობრივ გახსნის შესახებ, ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ გუშინ ისაუბრა. მისი განმარტებით, მომდევნო დღეებში მუშაობას გააგრძელებენ შპს "სუპერმარკეტის" ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია. მერის თქმით, ადგილზე შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
Print