ახალი ამბები
სააღდგომოდ ზუგდიდის სასაფლაოები შესაძლოა დაიკეტოს 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში სასაფლაოების შესაძლო დაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოქალაქეთა ჭარბი ნაკადი შეიმჩნევა, გამორიცხული არაფერია. 

"რაც შეეხება სასაფლაოებს - დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში", - თქვა გუბერნატორმა.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს მასშტაბით სააღდგომოდ სასაფლაოებზე სიარულის აკრძალვას განიხილავს. მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.


Print