ახალი ამბები
მეუფე გერასიმე: საფრთხეს ვერ ვხედავთ და ზიარების წესი არ შეიცვლება
ზიარების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ​ჟურნალისტებს უთხრა. მეუფე გერასიმეს თქმით, არცერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიას, გარდა რუსეთისა, ზიარების წესი არ შეუცვლია და ამას არც საქართველოს საპატრიარქო განიხილავს.

​"15 ეკლესია არსებობს, არც ერთს არ შეუცვლია ზიარების წესი, გარდა რუსეთისა. ნუთუ არ არის საბერძნეთში, სერბეთში, იერუსალიმში ? ჩვენ რომ შევცვალოთ, გვეტყვიან რუსების ჭკუაზე დადიანო. არც ერთს არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ, არც ერთ ეკლესიას. ამაში საფრთხეს ვერ ვხედავთ", - თქვა მიტროპოლიტმა. 

კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ლიტურგია დღეს ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ჩატარდა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ეკლესიაში მისულ მრევლს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
Print