ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 83 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid 19-ზე გამოკვლეული 83 ადამიანის ანალიზის პასუხი უარყოფითია. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოკვლეული იყო როგორც ცხელების კლინიკების პაციენტები და მედპერსონალი, ისე რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები.

"ჩვენს ლაბორატორიაში 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოვიკვლიეთ Covid 19-ზე, PCR ტექნოლოგიით. დინამიკა უცვლელია, სამეგრელოში ამ დრომდე არ ფიქსირდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა. დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. ხვალ ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას ახალ კვლევებზე", - თქვა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.

საქართველოს მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა რაოდენობა 589 შედგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 215, ხოლო გარდაცვლილი 8 პირი.
Print