ახალი ამბები
საავადმყოფო: ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან ერთი პაციენტი საყურადღებოა
რუხის კლინიკაში მოთავსებული 7 კოვიდდადებითი პაციენტიდან 2-ს პნევმონია აღენიშნება, მათგან 1 საყურადღებოა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს მმართველმა ირაკლი გვაზავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტრაილერის მძღოლი კი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თბილისში გადაიყვანეს.

რაც შეეხება გასულ კვირებში აქ მოთავსებულ 3 პაციენტს, ექიმების ინფორმაციით, 1-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო დანარჩენების უცვლელია , მათ გართულებები არ აღენიშნებათ.  


Print