ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 91 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 91 პაციენტის ბიოლოგიური მასალა კორონავირუსზე გამოიკვლიეს. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, მათ შორის, 8 პირის, რომელიც 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერიდანაა.
ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე სულ 1500-მდე პირია PCR ტექნოლოგიით გამოკვლეული. აქედან ახალი ვირუსული ინფექცია მხოლოდ 10 ადამიანს დაუდასტურდა.


Print