ახალი ამბები
ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუხის კლინიკიდან კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტი თბილისში გადაიყვანეს
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და დამატებითი კვლევებია საჭირო.

„პაციენტი 3 საათის წინ გადაიყვანეს. მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევაა საჭირო, რაც თბილისის ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, - ამბობენ რუხის კლინიკაში.

კოვიდ19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა.

Print