ახალი ამბები
ზუგდიდში კოვიდ19-ზე გამოკვლეული 73-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის  44 პირი იმყოფება, თვითიზოლაციის პერიოდს კი რეგიონის მასშტაბით 34 პირი გადის. სულ ეპიდზედამხედველობა 1758 მოქალაქეზე დამყარდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში  კოვიდ19-ზე 73 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბიოლოგიური მასალების აღებას აგრძელებენ.
Print