ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 178 პირი გამოიკვლიეს.
ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 95 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 8 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების სულ 981 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 851-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები