ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 31 პირს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 16 პაციენტი, ასევე 10 საკარანტინო სივრცეში და 5 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. 

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.


Print