საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 89 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა ცხელების ცენტრების 16 და დიალიზზე მყოფი 12 პაციენტი, 37 მედიკოსი, 5 მძღოლი, შს სამინისტროს 18 თანამშრომელი, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი 1 მოქალაქე. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7166, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 282 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები