ახალი ამბები
მესტიაში შსს-ს 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მესტიაში შსს-ს 3 თანამშრომელს, მათ შორის მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით Covid-19 ლაბორატორიულად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სულ 11 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ. ასევე, კოვიდ-დადებით პირებთან შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.
Print