ახალი ამბები
მესტიაში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 614 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან, 410 მესტიიდან იყო და კოვიდ-19 მხოლოდ ერთ პირს დაუდგინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებიდან მიღებულ ანალიზებს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სვანეთში ახალი კორონავირუსის 31 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. იგეგმება 4 000 ადამიანის გამოკვლევა.

საქართველოში Covid19-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
Print