ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსზე გატესტილი 79-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია
15 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 79 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან, 10 კოვიდმიმღებ ცენტრებში მოთავსებული პაციენტია, მედპერსონალი - 29, თვითიზოლაციიდან - 1, კარანტინიდან - 16, შს სამინისტროს თანამშრომელი - 6, დიალეზზე მყოფი პირი - 10, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი - 7. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ინფორმაციისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 2 ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება.

Print