ახალი ამბები
ზუგდიდში 15 დღეა კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
12 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 70 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. აქედან, 9 პაციენტია, მედპერსონალი- 3, კარანტინიდან - 12, თვითიზოლაციიდან - 1, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი - 45 და ასევე ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან, რომელსაც კოვიდ-19 შუალედური გატესტვით კვლავ დაუფიქსირდა. დანარჩენი პასუხები უარყოფითია.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ბოლოს ახალი კორონავირუსი 28 აგვისტოს ერთ-ერთ სასტუმროში გამოვლინდა. ვირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტურეს, რომელიც თბილისიდან სტუმრად ჩამოვიდა.

რაც შეეხება ოკუპირებული გალის რაიონს, სოფელ საბერიოში კორონავირუსი ამ დრომდე 53 პირს დაუდგინდა და მათი უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია, რომლებიც საბერიოში ელექტროენერგიის გამანაწილებელ სადგურში მუშაობენ. ყველა მათგანი აფხაზეთის მკვიდრია.
Print