ახალი ამბები
ზუგდიდში უნივერმაღის ყოფილი შენობა დროებით დაიხურა
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო რუსთაველის #94-ში მდებარე უნივერმაღის ყოფილი შენობა დროებით დაიკეტა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება, ხოლო შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კოვიდ-19 ორი შემთხვევა დადასტურდა. ერთი შუახნის მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, ხოლო ასაკოვანი ქალი უმუშევარია.

რადიო "ათინათის" ცნობით, კოვიდინფიცირებული 72 წლის ქალი ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გალობს და ასევე არის მესანთლე.
Print