ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშიდან ახალი კორონავირუსი 5 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. მალხაზ თორიას ინფორმაციით, 4 ინფიცირებულის წყარო 22 სექტემბერს ზუგდიდში გამოვლენილი ორი კოვიდდადებითის კონტაქტია, ხოლო 1 ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება.

„ზუგდიდში გამოვლენილი 4 შემთხვევიდან, 2-ის ინფიცირების წყარო მამაკაცია, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობს, ხოლო ორი ქალის. გამოვლენილი ინფიცირებულიდან, 1 ოქროს ბირჟის თანამშრომელია, ხოლო 1 მამაკაცის მეზობელი. ასევე, გამოვლენილი კიდევ ერთი შემთხვევა ქალის მეზობელია. ხაიშის სკოლასთან დაკავშირებული ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა “, - აღნიშნა თორიამ.

ამ დროისთვის, სულ რეგიონში 46 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი და ისინი მკურნალობის კურსს კოვიდმიმღებ ცენტრებში გადიან.

"რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 58 კოვიდინფიცირებული. საკარანტინე სივრცეში კი გვყავს 122 მოქალაქე“, - თქვა მან.

თორიას ინფორმაციით, გუშინ აღებული ბიოლოგიური ნიმუშების ნაწილის - 200-ზე მეტ პასუხს დღეს ელოდებიან.

Print