ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 12 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ზუგდიდში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 673 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და მათგან 12-ს Covid-19 დაუდასტურდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განმარტებით, 9 ახალი შემთხვევა ე.წ საბერიოს, ხოლო 3 "ოქროს ბირჟის" კლასტერს განეკუთვნება. მისივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი უმეტესობა, 63 პაციენტი, რუხის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 178 პირი იმყოფება.
Print