ახალი ამბები
ხობში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წალენჯიხასა და ფოთში 2-2
ზუგდიდის ონფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 776 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 7 პირის ანალიზის პასუხი დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან 3 ხობის მკვიდრია და ისინი ადრე გამოვლენილი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება, 2 ფოთში მომუშავე პირია, რომლებიც ხობში ცხოვრობენ, ხოლო 2 წალენჯიხის სოფელ ლიის მაცხოვრებელია, რომელიც აქ ადრე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.
მალხაზ თოროას თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა.

მისივე ცნობით, რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი, ხოლო 67 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობის შესაბამის კურსს. 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რადგან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ. ფოთის ცხელების ცენტრში კი 37 პაციენტი მოთავსებული.

რეგიონის მასშტაბით, სულ 113 ინფიცირებულია, კარანტინის რეჟიმს 167 მოქალაქე გადის, ხოლო თვითიზოლაციაში 1000 მეტი მოქალაქე იმყოფება.

Print