ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით აღებული 504 ბიოლოგიიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის 13 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 8 ზუგდიდში, 2 ფოთში, 1 კი ჩხოროწყუში გამოვლინდა. რაც შეეხება კიდევ 2 პირს, ერთი მათგანი წალკის მკვიდრია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

"13 დადებითი პასუხია, აქედან 8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში. 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 212-ს შეადგენს. საკარანტინო სივრცში 110 ადამიანი იმყოფება.


Print