ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდის ორი მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 64 წლის ქალია და ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. მედიკოსების ცნობით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მეორე პაციენტი კი თბილისის კოვიდმიმღებ ცენტრში გარდაიცვალა და ის 70 წლამდე მამაკაცია. ის სავარაუდოდ თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი ბიოლოგიური ნიმუშებიდან, 60 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, ზუგდიდში 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

Print