ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევიდან 89 ზუგდიდში გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშიდან 114-ზე დადებითი პასუხია. კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"16 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 3 ჩხოროწყუში, 2 წალენჯიხაში, 2 სენაკში, 1-1 ფოთსა და ხობში. ნაწილი უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ცხელებით შესული პაციენტები არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 26-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პირი. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანი იმყოფება.
Print