ახალი ამბები
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
რუხის საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, 160-მდე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა. მისივე ცნობით, პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათი სხვაგან გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ყველა მათგანი ასაკოვანია.

ნინო აკობიას თქმით, ​კოვიდმიმღებ ცენტრს კვირის ბოლომდე დამატებითი საწოლები და რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო აღჭურვილობა დაემატება. 

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print