ახალი ამბები
ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრები 2 ასაკოვანი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალი კორონავირუსით რეგიონში მცხოვრები 2 ქალი გარდაიცვალა. მათგან ერთი 68 წლის პაციენტი, რომელიც ზუგდიდის მკვიდრია, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სენაკში მცხოვრები 83 წლის ქალი კი კლინიკა "სენამედში" გარდაიცვალა. ამავე ცნობით, მათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

Print