ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 123 პირს დაუდასტურდა
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 123 დაფიქსირდა. ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 490 პირი, მათგან 110 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 312 349-მდე.

ამ ეტაპზე 4 395 ადამიანია საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან 293 სამეგრელოში.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი ზუგდიდის მკვირია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

Print