ახალი ამბები
ყულიშკარის ამბულატორიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მოსახლეობა აცრაზე რეგისტრაციას ადგილზე შეძლებს. ​მობილური ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის ამბულატორიაში იმყოფება, სადაც მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება აცრის გაკეთება.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

სოფლებთან ერთად ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.


ამავე თემაზე: 

სად შეძლებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას სამეგრელო-ზემო სვანეთში





Print