ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდელი ექიმი გარდაიცვალა
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 71 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა. ექიმი ბორის ნორაკიძე სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამძიმდა. მათივე თქმით, ექიმს კორონავირუსი ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდა და მან აცრა ვერ მოასწრო.

ბორის ნორაკიძე ზუგდიდში წლების განმავლობაში რადიოლოგად მუშაობდა. ბოლოს ის რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ "თანაზიარის" თანამშრომელი იყო.

რუხის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 189 კოვიდინფიცირებული რჩება, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა.


Print