ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა, 46-ის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 400-ზე მეტი პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 49 პაციენტის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუხის საავადმყოფოში 3 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ზუგდიდის, აბაშისა და ჩხოროწყუს მკვიდრები იყვნენ. მათი ასაკი 65-დან 70 წლამდე მერყეობს.

კერძოდ, რუხის კლინიკაში 194 კოვიდპაციენტია მოთავსებულ, მათ შორის, მძიმე 46. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 პირი, სენაკის კლინიკა სენამედში - 42, ფოთის კლინიკა ბომონდში - 24, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკა - 26, სენაკი „ლაზიკამედი“ - 77, მათგან, მძიმე 3-ის მდგომარეობა.

დღის განმავლობაში 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციისთვის, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 276 მოქალაქეს დაუდასტურდა.

Print