ახალი ამბები
სამეგრელოში კიდევ 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს კოვიდკლინიკებში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამი მათგანი - 83 წლის სენაკელი მამაკაცი, ხობის მკვიდრი 80 წლის ქალი და 75 წლის მარტვილელი მამაკაცი "სენამედში" მკურნალობდნენ. რაც შეეხება 71 წლის ზუგდიდელ მამაკაცს, ის რუხის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 470 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 40-მდე პაციენტის მდგომარეობა.

საკარანტინე სივრცეში 24 მოქალაქე რჩება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 234-ს შეადგენს.
Print