ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდში მცხოვრები 3 პირი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი ზუგდიდის მცხოვრებლები იყვნენ და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდნენ. მათი ასაკი 70-დან 95 წლამდე მერყეობს.

დღის განმავლობაში 350-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 475 დაინფიცირდა.

ამ ეტაპისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 470 პაციენტი მკურნალობს.

Print