ახალი ამბები
"ომიკრონის" შემთხვევები ფოთსა და ხობშიც გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირება ფოთსა და ხობშიც გამოვლინდა. აღნიშნულ ქალაქებში ვირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება ზუგდიდს, ამ ეტაპზე დაფიქსირებულია "ომიკრონის" 8 შემთხვევა.

სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილ ნიმუშებს თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ.
Print