რეგიონი
თურქეთმა რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან რუსი ჟურნალისტებისათვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ ბი ბი სი-ს რუსულ რედაქციას მოსკოვში რესპუბლიკის საელჩოში განუცხადეს.

რუსეთმა 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს.

Print