რეგიონი
ზუგდიდში ხუბულავას ქუჩაზე გარეგანათება მოეწყობა
ქალაქ ზუგდიდის მერიამ ხუბულავას ქუჩის განათების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ღირებულება 118 ათას ლარს შეადგენს. გარეგანათების ლამპიონები აღნიშნული ქუჩის ორივე მხარეს დამონტაჟდება. ტენდერში წინადადებების მიღება 3 მარტს დასრულდება.

Print