რეგიონი
ზუგდიდში პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გამომცემლობა " არტანუჯი-ს" თანამშრომლობით წიგნის მოყვარულებს მწერალი მაკა ჯოხაძე ესტუმრა, რომელმაც თავისი ნაწარმოებებიდან ეპიზოდები წაიკითხა.

ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ჟურნალისტი ზურაბ ცხონდია, ერთგული მკითხველები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ზუგდიდის პარალელურად , საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აღნიშნეს.
Print