რეგიონი
მეუფე გერასიმე ზუგდიდში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის ინიციატივით გამოდის
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სახელით, ზუგდიდში დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის ინიციატივით გამოდის.

როგორც ეპარქიის მღვდელმთავარმა დღევანდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაზე აღნიშნა, რუსთაველის 850 წლის იუბილე პომპეზურ აღნიშვნას იმსახურებს.

„როგორც იცით, იუნესკომ საქართველოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა, თუმცა განსხვავებით 50 წლის წინანდელი იუბილისა, რომელიც, კარგად მახსოვს, როგორ პომპეზურად აღნიშნა, წელს ამ მოვლენას ყურადღება არ ექცევა. ეპარქიის სახელით გამოვდივარ იიციატივით, შოთა რუსტაველის იუბილე პომპეზურად აღინიშნოს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ბიუსტი თუ ძეგლია ზუგდიდში და კარგი იქნებოდა, მათ რიცხვს შოთა რუსთაველის ბიუსტიც შემატებოდა“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

შესაბამისი ინიციატივით ეპარქია ზუგდიდის თითმმართველობას მომავალ კვირას მიმართავს.
Print