რეგიონი
მერაბ ქვარაია: „რუსთაველის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“
დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველი ბიუსტის დადგმისა და მისი 850 წლის იუბილეს პომპეზურად აღნიშვნის თაობაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივას ქალაქის საკრებულო გამოეხმაურა.

უწყების თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება მეუფე გერასიმეს ამ კეთიშობილური და სასარგებლო ინიციატივის განხორციელებაში“.

„შოთა რუსთაველი ხომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო გენიაა, მისი ,,ვეფხისტყაოსანი" კი მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ,,იუნესკომ" 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რუსთაველის სახელს ატარებს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მისი სახელის უკვდასაყოფად, რათა კიდევ მრავალი თაობა აღიზარდოს რუსთაველის მსოფლმხედველობით და იდეალებით. ყოველმხრივ ვითანამშრომლებთ იდეის ავტორებთან, რათა ჩვენმა ქალაქმა ღირსეულად აღნიშნოს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავი“, - აღნიშნავს ქვარაია.

შეგახსენებთ, რომ დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველი ბისუტის დადგმისა და მისი 850 წლის იუბილეს პომპეზურად აღნიშვნის ინიციატივით მეუფე გერასიმე დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას გამოვიდა.
Print